ივანე ჩხაიძე: თუ მომდევნო კვირაში კორონავირუსის შემთხვევების მატების ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისი პერიოდია

 

 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია მომდევნო კვირაშიც გაგრძელდა, ეს საქართველოში მეხუთე ტალღის დასაწყისია.

“ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. მომდევნო კვირაში თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისი პერიოდია”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები