სვენ მიქსერი: ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ის გვერდზე ეხმაურება.
“ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ ქართველი ერის ტკივილს”,- წერს სვენ მიქსერი “ტვიტერზე”.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.