ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი ამბობს, რომ ზვიად თავდგირიძე, ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

“პაციენტის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, ფასდება, როგორც მძიმე. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. მისი დიაგნოზი, ამ მომენტისთვის, არის პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, გულ-მკერდის და ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭ-წვივის არეში ღია მოტეხილობა. ასევე, აღენიშნება სხეულზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას პაციენტი არ საჭიროებს,“ – აცხადებს კლინიკა “მედცენტრის“ დირექტორი, მედეა ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მამაკაცი ზვიად თავდგირიძეა, ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ეკონტაქტებოდნენ მაშველები და მასთან მიახლოებას რამდენიმე ადგილიდან ცდილობდნენ. თავდგირიძე მაშველებს ნანგრევებიდან ეუბნებოდა, რომ ის თავს შეუძლოდ არ გრძნობდა, თუმცა ფეხი ჰქონდა დაზიანებული.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები