ხმაური რუსთავის ციხესთან – დაკავებულია ზვიად კუპრავა
რუსთავის ციხესთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ციხის კედლებზე წარწერას – “თავისუფლება მიშას” აკეთებდნენ, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულია აქციის მონაწილე, ზვიად კუპრავა.
კუპრავამ ციხის კედელზე წარწერის: „თავისუფლება მიშას“ გაკეთება სცადა, რის უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
სამართალდამცველების განმარტებით, კუპრავა გააფრთხილეს, რომ ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლებოდა და, მიუხედავად ამისა, მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.