შსს-ს წარმომადგენელი: მკვლელობისთვის ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ პოლიცია ფლობდა ინფორმაციას და წარმატებით დასრულდა მათი დაკავების ღონისძიება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებული ძებნილი პირების მოქალაქეების მიერ დაკავებას არ ვადასტურებთ – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება მოქალაქეების მიერ დაკავებას ან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებას – ამას არ ვადასტურებთ, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ტარდებოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები და შემდეგ ეს ღონისძიება წარმატებით დასრულდა და მოხდა ძებნილების დაკავება.

რაც შეეხება მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მათ აღმოჩენას, კონკრეტულად, დეტალებში არ ჩავალ, მართლწესრიგის ოფიცერიც არის პოლიციის თანამშრომელი, თუ ვის მიერ მოხდა, რა სტატუსის მქონე პირის მიერ მოხდა აღნიშნული პირების დაკავება მაგის განხილვაში არ შევდივარ, გიდასტურებთ, რომ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია,” – განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა – თორნიკე მარსაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები