შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს
თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმეზე შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა.
“საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე”, – განაცხადა მარსაგიშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი 2 პირი წყნეთში დააკავა.