ელისო ბოლქვაძე: ფრანგი მსმენელი უკეთ გაიცნობს ქართულ მუსიკას

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ „რადიო ფრანსის” დირექტორთან, სიბილ მეისთან და მისი კაბინეტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ელისო ბოლქვძის თქმით, მომავალი 3 წლის განმავლობაში რადიო „ფრანსი” საკუთარ პროგრამაში ქართული კლასიკური მუსიკისა და პოლიფონიის შედევრებს დაუთმობს გარკვეულ დროს.

„ეს ჩვენი სურვილი ემსახურება მიზანს, რომ ფრანგმა მსმენელმა უკეთ გაიცნოს ქართული მუსიკა და, ზოგადად, ქართული ხელოვნება. ფრანგი ჟურნალისტები ქართული მუსიკალური ნაწარმოებების შექმნის ისტორიას მოუყვებიან საკუთარ თანამემამულეებს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები