პეტრე ცისკარიშვილი: არ ვიცი, კალიურანდი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს, სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაცმოძრაობამ“ იმდენი ხმა აიღო, რაც ბოლო ცხრა წელში არ აუღია
“კალიურანდი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს, არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენი ხმა აიღო, რაც ბოლო 9 წელში არასდროს აუღია”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.
მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის არჩევნებზე იმდენი ხმა აიღო, რაც ბოლო ცხრა წელში არ აუღია, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა.
„არ ვიცი, ეს ქალბატონი რომელ ქუჩაში გამოსვლაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უბნებზე გასვლისკენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადო ის შედეგი, იმდენი პროცენტი და ხმა აიღო, რამდენიც არასოდეს აუღია ბოლო 9 წლის განმავლობაში. ეს იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურება სხვა მის თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ერთად. არ ვიცი, ეს ქალბატონი რომელი განცხადებებით და ციფრებით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, მარინა კალიურანდის თქმით, „სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა’.