ანრი ოხანაშვილი: კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას სწორად აფასებს

“სწორად აფასებს ქალბატონი კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ის აჟიოტაჟი “ნაციონალური მოძრაობის”, რომ თურმე ხალხი დაირაზმებოდა და სააკაშვილს ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ, ჩაფლავდა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.

ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

“სწორად აფასებს ქალბატონი კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ერთი მხრივ, ის აჟიოტაჟი “ნაციონალური მოძრაობის” და სრული პანიკა, რომ თურმე ხალხი დაირაზმებოდა და სააკაშვილს ხელში აყვანილს შემოიყვანდნენ, ჩაფლავდა. ადამიანმა, რომელმაც დადასტურებულად, არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული სამი ინსტანციის გადაწყვეტილებით, არამედ სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურებულად ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები, უნდა აგოს პასუხი. სამარცხვინოა იმ ადამიანების პოლიტიკური შეფასებები, რომელიც ამ ადამიანს, მსჯავრდებულ სააკაშვილს მოიხსენიებენ ე.წ. პოლიტიკურ პატიმრად”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, მარინა კალიურანდის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები