შვედეთმა და დანიამ 30 წელზე უმცროსი ადამიანებისთვის „მოდერნას” ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

შვედეთისა და დანიის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ისინი შეაჩერებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მოდერნას ვაქცინის გამოყენებას 30 წელზე ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, იმას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიოკარდიტის, პერიკარდიტის და სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ.
მიოკრადითი და პერიკარდიტი გულსი გარსის და მისი შიგთავსის ანთებას ნიშნავს. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მოდერნას ვაქცინით 1991 წელს და შემდგომ დაბადებული ადამიანების ვაქცინაცია აკრძალა.
“კავშირი ვაქცინაციას და გვერდით მოვლენებს შორის განსაკუთრებით თვასლაჩინოა, როდესაც საქმე ეხება Moderna- ს Spikevax ვაქცინას. განსაკუთრებით ეს მოვლენები მეორე დოზის შემდეგ დაფიქსირდა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კვლევები სკანდინავიის 4 ქვეყანაში ჩატრდა. როგორც შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა განაცხადა, ჯანდაცვის სააგენტო კვლავაც დააკვირდება სიტუაციას, რათა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყოს უსაფრთხო და დაავადებებისგან ეფექტიანი დაცვა უზუნველყოს.
შვედეთის და დანიის ხელისუფლებემა განაცხადეს, რომ 12-17 წლის ასაკობროივი კატეგორიისთვის ისინი რეკომედაციას უწევენ Pfizer / BioNTech0ს-ს ვაქიცნა Comirnaty-ს.
სკანდინავიაში ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგები ევროპის წამლების სააგენტოს გვერდითი მოვლენების კომიტეტში გაიგზავნა. ფინეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის მოდერნით ვაქცინაციასთან დაკაშირებულ გადაწყვეტილებას 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები