ბათუმის მერობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩიქოვანმა ფეისბუქზე დაწერა.

„სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას“ – წერს არჩილ ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები