ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში შინდისის გმირის რუსლან წულაძის დედას საფლავი გაძარცვული დახვდა.

ლიდია ინგინას თქმით, წაღებულია ალუმინის ნაკეთობები და საფლავის ჭიშკარი.

როგორც ლიდიამ “კვირას” განუცხადა, შვილის საფლავზე ყოველდღე დადის, თუმცა წვიმიანი ამინდის გამო ბოლო დღეებში მისვლა ვერ მოახერხა და ფაქტის შესახებ 5 ოქტომბერს შეიტყო.

მისივე თქმით, საფლავიდან მცირე ნივთები სხვა დროსაც იკარგებოდა, თუმცა ჭიშკრის მოპარვის შემთხვევა პირველია.

ამასთან, ირკვევა, რომ ლანჩხუთში სასაფლაოები კიდევ 2 სოფელში გაძარცვეს.

ფაქტს ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გიგა დოლიძე ადასტურებს.

„სამწუხაროდ, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება. გაძარცვულია ქვიანის, ჭონაგორისა და ნიგოითის სოფლის სასაფლაოები, საიდანაც მოხსნილია და წაღებულია ალუმინის მასალები“, – თქვა გიგა დოლიძემ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 258-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები