კანადაში, მონრეალში ხელის თხოვნის ცერემონია ტრაგედიით დასრულდა. მცირე ზომის Cessna 172 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა, რომელზეც გაკრული იყო წარწერა – “გამომყვები ცოლად?”. ავიაკატასტროფის შედეგად, 1 პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.
“სამწუხაროდ, ავიაკატასტროფის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – განაცხადა მონრეალის პოლიციის პრესმდივანმა, ვერონიკა კომტუამ.