სამტრედიაში “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს

სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს.
როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ისინი არჩევნების გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებს. მათი თქმით, რომ არა მასობრივი გაყალბება, სამტრედიაში საერთოდ სხვა სურათი იქნებოდა.

“ჩვენგან ყველა უბანზე დაწერილია საჩივრები, რათა გაყალბებული, დისბალანსიანი ოქმები გასაჩივრდეს, მაგრამ საოლქო კომისია მათ კანონიერად არ იხილავს და მიტაცებული არჩევნების დაკანონებას აგრძელებს”, – თქვა ენმ-ის მერობის კანდიდატმა, მამუკა ბიბილეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები