კულება ეწინააღმდეგება პრინციპს – “არ გავაღიზიანოთ რუსეთი” შავ ზღვაში ნატო-ს ყოფნის ჭრილში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება მოუწოდებს ნატო-ს, შავ ზღვაში ყოფნა გაზარდოს – რეგიონში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით.

ამის შესახებ მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

კულება ეწინააღმდეგება პრინციპს – “არ გავაღიზიანოთ რუსეთი”, როდესაც საუბარი მიდის შავ ზღვაში ნატო-ს პოლიტიკაზე.

მისი თქმით, რუსეთს ალიანსის არსებობის ფაქტიც აღიზიანებს და ის ნებისმიერ ქმედებას პროვოკაციად აღიქვამს.

“კითხვა მხოლოდ ისაა – ვაკეთებთ რამეს თუ არა. თუ არაფერს გააკეთებთ, რუსეთი თქვენ მაგივრად გააკეთებს”, – თქვა უკრაინელმა მინისტრმა.

კულებამ ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა ოკუპაციამ და ყირიმის მილიტარიზაციამ უსაფრთხოების სისტემა დაანგრია და შავ ზღვაში ვაჭრობას უშლის ხელს, მაგრამ რეგიონში ნატო-სა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების ბალანსის აღდგენას შეუწყობს ხელს.

“ამჟამად, საჭიროა შავ ზღვაში მეტი ნატო, ასევე, შავი ზღვის ქვეყნებთან ბევრად მჭიდრო ურთიერთქმედება. ერთობლივი ქმედებებითა და მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ უსაფრთხოების ბალანსის აღდგენას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები