არჩილ თალაკვაძე: მელიას პარლამენტში დემოკრატიული პოლიტიკური გეგმები არ ჰქონდა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში დემოკრატიული გეგმები არ ჰქონდა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და შევუწყვიტეთ მას მანდატი, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი მართლაც საქართველოს პარლამენტში არა საპარლამენტო მუშაობისთვის, არა ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისთვის, მხოლოდ და მხოლოდ შიდა პროცესის დესტაბილიზაციისთვის რჩებოდა აქამდე. მას არ ჰქონდა აქამდე დემოკრატიული პოლიტიკური გეგმები პარლამენტში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ, რაც მან განმეორებითი განცხადება (უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ) შემოიტანა პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტმა დააკმაყოფილა ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები