სალომე სამადაშვილი: შეიძლება, მე მეშლება, მაგრამ აწყობილი, ზეიმისთვის მომზადებული და შემდეგ დაშლილი სცენა გამარჯვებას როდის აქეთ ნიშნავს? – ყველა დიდ ქალაქში “ქართულმა ოცნებამ” წააგო

“ეტყობა, ვერ მიხვდით, რა დატრიალდა თქვენს თავს, რომ ყველგან, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში “ქართულმა ოცნებამ” წააგო”, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა მმართველ გუნდს.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებები ისმის.

“შეიძლება, მე მეშლება, მაგრამ აწყობილი, ზეიმისთვის მომზადებული და შემდეგ დაშლილი სცენა გამარჯვებას როდის აქეთ ნიშნავს? ეტყობა ვერ მიხვდით, რა დატრიალდა თქვენს თავს, რომ ყველგან, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში “ქართულმა ოცნებამ” წააგო. არჩევნების ასეთი მძიმე შეფასებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენ, მათ შორის, წინა არჩევნებზეც არ მოგვისმენია. რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ არის ის, რომ პარლამენტში შესაბამის კომიტეტზე სასწრაფოდ მოვიწვიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე”, – აცხადებს სამადაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები