საფრანგეთში პატიმარმა მძევლად ორი ბადრაგი აიყვანა

საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით, კონდ-სურ-სარტის ციხეში პატიმარმა მძევლად ორი ბადრაგი აიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას Ouest France ავრცელებს.

ამჟამად, პატიმართან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მძევალმა თვალზე ტრავმა მიიღო.

ციხეში პოლიციის დამატებითი ძალებია გაგზავნილი.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მძევლები 33 წლის სოფიან რამსუქმა აიყვანა, რომელიც სასჯელს მკვლელობასა და გაუპატირებისთვის იხდის. აღნიშნულ ციხეში ის ერთი თვის წინ გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები