ანა ნაცვლიშვილი: მივულოცავ ამ ქვეყანას, რომ იწყება გათავისუფლება ერთპარტიული მმართველობისგან

„საქართველოს მოქალაქეებს ვულოცავ „ქართული ოცნების“ მმართველობაში უზარმაზარი ბზარის გაჩენას ძალიან სამართლიანად. მივულოცავ ამ ქვეყანას, რომ იწყება გათავისუფლება ერთპარტიული მმართველობისგან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არაფერი აქვს იმასთან, რასაც ქართველ ხალხს გვპირდებოდით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა დაშინების, მოსყიდვის, ზეწოლისა და გაყალბების პირობებში, რასთან დაკავშირებითაც, მისივე განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან უდიერად მოექცა იმ საარჩევნო რეფორმას, რომლის მიღებაშიც ძალიან დიდი დრო დახარჯეთ თქვენ“, – მიმართა სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებს ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, უმძიმესი და უპრეცედენტოდ მწვავე შეფასებებია ამ არჩევნებთან დაკავშირებით.

„თქვენ შეხვდებოდით პირველ ოქტომბერს გამარჯვებული და ორშიც და სამშიც, რომ შეგექმნათ ის, რასაც დაგვპირდით: სამართლიანი სასამართლო, დეპოლიტიზებული პროკურატურა და პოლიტიკურად ნეიტრალური სუს-ი. სუს-ი, რომელიც თქვენც გისმენთ, თქვენც გაკონტროლებთ და გაშანტაჟებთ დ ახლა ჩემთვის, რატომ აჭერთ, როცა მოგთხოვენ მწვანეს და როცა მოგთხოვენ წითელს, რადგან შანტაჟის ქვეშ ხართ თქვენც!”, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები