ბექა ბასილაიასთვის უცნობია, დაწყებულია თუ არა უკრაინაში სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით გამოძიება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისთვის, ბექა ბასილაიასთვის უცნობია, დაიწყო თუ არა უკრაინაში გამოძიება სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო, უკანონო გზით გადაკვეთის შესახებ.

ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში თქვა.

დღეს უკრაინული გამოცემა “ცენზორის” მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოდესაში მიმდინარეობს გამოძიება, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

“ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო სასაზღვარო სამსახურმა დაიწყო გამოძიება უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე. თურმე, სასაზღვრო ბაზაში არ არის ინფორმაცია მის მიერ მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. გემების გასვლის წესი კი ძალიან მკაცრია, მანქანებს სკანერით ამოწმებენ”, – წერს ჟურნალისტი.

ბუტუსოვი ამბობს, რომ “შესაძლოა, ამ მიზეზით ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ოდესის სასაზღვრო სამსახურის უფროსი გამოძიების დასრულებამდე მოვალეობის შესრულებიდან მოხსნეს. უკრაინას მოუწევს, საქართველოს მთავრობას ოფიციალურად აუხსნას, როგორ შეძლებდა სააკაშვილი მათ ტერიტორიაზე მოხვედრას, უკრაინელი მესაზღვრეების გვერდის ავლით”.

ბექა ბასიალაიას თქმით, მისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები