დავით ზალკალიანი: არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის

“ეუთო/ოდირ-მა უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს როგორც კონკურენტულს, ასევე, კარგად ადმინისტრირებულს და თავისუფალს აფასებს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის.

“ეუთო/ოდირ-მა უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს როგორც კონკურენტულს, ასევე, კარგად ადმინისტრირებულს და თავისუფალს აფასებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე, არჩევნების დღე, როგორც წყნარი და გამჭვირვალე პროცესი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრება და გუშინ მოვისმინეთ, როგორც ევროპარლამენტარის მეთაურის ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესი მომწიფებულ გარემოში ჩატარდა. რა თქმა უნდა, ამ წინასწარ კვლევებში ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგრამ გუშინდელი ეუთო/ოდირ-ის მისიის ხელმძღვანელსა და დირექტორთან ჩემი შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ დემოკრატიული ინსტიტუტების და სახელმწიფოებრიობის, იქაც არის მსგავსი დარღვევები, თუმცა, ის შენიშვნა და ხარვეზი, რომელიც წინასწარ დასკვნაში არის ასახული, იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შემდეგ, ერთი წელი არის გასული, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია, თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილი იყო ეუთოსა და ვენეციის კომისიის დასკვნაში. არსად კითხვის ნიშანი არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არ არის, ევროკავშირის მისიის, აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს განცხადებები, იწყება იმით, რომ ისინი ეუთო/ოდირ-ის დასკვნას იზიარებენ, რომელზეც შავი თეთრზე წერია, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები