დავით ზალკალიანი: ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი

“ადამიანის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგებთან საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა.

“ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. პრემიერმინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საელჩოს თანამშრომელი იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის, პროკურატურის მასალები, სასჯელის შესახებ, რაზეც იხდის. ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რა გარემოებებშიც მოხდა მისი დაკავება“, – დასძინა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები