ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების წამოწყების მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მშვიდად ჩატარდა
საარჩევნო დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ტიტე აროშიძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საჯარობას და ღიაობას ეხებოდა, გათვალისწინებული იყო. ფაქტობრივად ექსცესები და ინციდენტები არ დაფიქსირებულა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების წამოწყების მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მშვიდად ჩატარდა. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი და ველოდებით შედეგებს. გარკვეულ უბნებზე უკვე დასრულდება ხმების დათვლა და მალე, დაახლოებითი შედეგები გვეცოდინება. ვფიქრობ, რომ „გორბის“ მიერ დასახელებულ მონაცემებთან მიახლოებული შედეგები გვექნება“, – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.