დაკავებულია ენმ-ის წევრი, ზვიად კუპრავა
თბილისში, 52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაკავებულია ენმ-ის წევრი, ზვიად კუპრავა.
კუპრავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ უბანი გაყალბებულია.
როგორც კუპრავა აცხადებდა, მორჩენილ ბიულეტენებთან დაკავშირებით იყო ცდომილება, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, ბიულეტენები კომისიის თავმჯდომარეს თავის ოთახში ჰქონდა და იქედან გამოიტანა.
საპასუხოდ, კომისიის წევრებმა ამ ინფორმაციას “სიცრუე” უწოდეს.
შსს-ს ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.