ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ საიტზე Results.cec.gov.ge თბილისში 3 საარჩევნო უბნის ოქმია ატვირთული, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
ცესკო-ს შედეგების ვებგვერდზე ატვირთული ოქმების მიხედვით, სულ დათვლილია 126 ბიულეტენი, საიდანაც 66 ხმა კახა კალაძემ მიიღო, 30 ხმა – ნიკანორ მელიამ, 17 – გიორგი გახარიამ, ანა დოლიძემ კი 6 ხმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს და შედეგი results.cec.gov.ge-ზე ეტაპობრივად ქვეყნდება.