დუმაში გამოეხმაურნენ მოსაზრებას, რომ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებში მოქმედებს
“საქართველოს ხელმძღვანელობაში გაკეთებული განცხადება, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებში მოქმედებს, უკავშირდება საქართველოს მთავრობის პროდასავლურ კურსს”,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთშორისო საკითხთა კომიტეტის წევრმა, ელენა პანინმა განაცხადა.
“საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების ამგვარი შეფასების მიზეზი, მარტივია. ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება სრულიად პროდასავლურ კურსს ატარებს და შეერთებულ შტატებს სრულებით აკმაყოფლებს. “მიშისტები” კი, სჭირდება ვაშინგტონს მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება “მოკლე ჯაჭვზე” ჰყავდეს, სააკაშვილისთვის კი ეს, რასაკვირველია, ცოტაა”, – თქვა მან.
მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოში დეპორტაციის სპექტაკლის გამეორება გადაწყვიტა, იმის მსგავსად, როგორც ეს ოთხი წლის იყო უკრაინაში, საიდანაც ის პოლონეთში იქნა დეპორტირებული და მოქალაქეობა ჩამოართვეს.
ელენა პანინის თქმით, ამჯერადაც სააკაშვილი “იმედოვნებს, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარდება”.
“სააკაშვილის ამჟამინდელი დემარში არის, როგორც ჩანს, მისი პირადი ინიციატივა. ყოფილ დიქტატორს არ შეუძლია ძალაუფლების გარეშე ცხოვრება, მას არ ჰყოფნის ლექციების კითხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში მილიონობით ჰონორარის სანაცვლოდ. ხელისუფლების წყურვილი ამოძრავებს მას, რომ ახალ ავანტიურებში ჩაებას”,- თქვა მან.