ირაკლი კობახიძე: ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი

„პირველ რიგში, მივულოცავ ამ გამარჯვებას სრულიად საზოგადოებას, ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის იმათაც, ვინც შეიძლება, განსხვავებული არჩევანი გააკეთა დღეს, გამომდინარე იქედან, რომ ეს გამარჯვება არის რეალურად ყველას გამარჯვება”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ეს არის საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება,  რაზეც ძალიან მყარად შეიძლება საუბარი.

“ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი იყვნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არეულობით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო საბოლოო ჯამში დამოკიდებული არჩევნებზე. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე და ა.შ. ყველაფერი ეს იყო სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა ქართულ საზოგადოებას. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა თავისი არჩევანი სწორედ წინსვლის, განვითარების, მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები