დედაქალაქის მერობის კანდიდატისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, არჩევნებმა მშვიდობიან ვითრებაში ჩაიარა. მისივე თქმით, პარტიებს ჰქონდათ საშუალება, ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამები გაეცნოთ.
„მთლიანი წინასაარჩევნო პროცესი და არა მხოლოდ არჩევნების დღე მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა საშუალება, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და გაეცნო საზოგადოებისთვის თავიანთი საარჩევნო ხედვები და პროგრამები, თუ ჰქონდათ მათ ასეთი. დღევანდელმა დღემაც მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმ მიზანმიმართულ პროვოკაციულ მცდელობებს კონკრეტული ჟურნალისტებისა და ტელევიზიების მხრიდან.“, – აღნიშნა კალაძემ.