ზურაბ ჯაფარიძე: თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას

თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ.

“ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს შედეგებიც კი გადაიხაროს კიდევ უფრო მეტად ოპოზიციის მხარეს. თბილისის გადატეხვა ნიშნავს წაგებას. თბილისის გადატეხვა ნიშნავს არჩევნების წაგებას, იმიტომ, რომ თბილისი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებად არის შესაძლებელი გაყალბება იმის გამო, რომ დაკვირვება არის ბევრად უფრო ინტენსიური. რეგიონებში ხდებოდა კატასტროფა მთელი დღის განმავლობაში”, – აცხადებს ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები