პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 19:30 სთ-ის მდგომარეობით ინფორმაცია მიაწოდა

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც, უშუალოდ არჩევნების დღეს მიმდინარეობს უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა – არ მორიდებიან არც სიცოცხლის ხელყოფის მუქარებს, არც იარაღის ჩადებას, მანქანის დაცხრილვას, სამსახურებიდან გაშვებას და არც ბინძურ ტყუილებსა და ბრალდებებს.
დღეს მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას სისტემური ხასიათის დარღვევების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ ცესკოს, ზედმიწევნით შეასრულოს მის მიერ მიღებული N55 დადგენილება და უზრუნველყოს ხმის დათვლისას ვიდეო საშუალებით ბიულეტინის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირება, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით გამოჩნდეს თუ რომელი პარტია ან კანდიდატია ბიულეტინზე შემოხაზული.
ესარის ყველაზე ქმედითი მექანიზმი ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობისთვის და ხმებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ამ მექანიზმის გამოყენებას ჩვენი მოქალაქეების ხმების დასაცავად. და პირდაპირ ვამბობთ, რომ თუ ცესკოს მხრიდან უგულვებელყოფილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს ვალდებულება, არჩევნების შედეგები პირდაპირ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ!
ახლა კი, გაგაცნობთ მონაცემებს 19:00 საათის მდგომარეობით – მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 200-მდე საჩივარი.
მთელი დღის განმავლობაში ადგილი ქონდა სისტემური ხასიათის დარღვევებს – ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის” ფაქტებს. ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რასაც მათ შორის, ხელს უწყობდა კომისიების წევრებზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულება.
მათ შორის,
• ქუთაისში 74-ე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ფულის დარიგების ფაქტი, პარტია „ქართული ოცნების” აგიტატორის მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის საფუძველზე თითოეული პირისთვის 50 ლარის ოდენობით თანხის გადახდა. მისივე განცხადებით, მას პარტიისგან განსაზღვრული ქონდა  შესასრულებელი გეგმა, რაც გადაჭარბებით შეასრულა. არსებობს აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო-აუდიო მასალა.
• ხაშურის მუნიციპალიტეტში, მე-13 უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. კერძოდ, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში გამყოლმა კომისიის წევრმა – რიტა ბლიაძემ ამომრჩევლის ნაცვლად მისცა ხმა (შემოხაზა ბიულეტენში მითითებული საარჩევნო სუბიექტი). აღნიშნული ფაქტი დეტალურად არის ასახული აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
• ცაგერში – სხვისი პირადობით ხმის მიცემის მცდელობა კომისიის წევრის მიერ. კერძოდ, მე-4 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა – ლამარა ჭოხონელიძემ (ამავდროულად სკოლის დირექტორმა) სცადა მოქალაქე – ვარდო ბოჭორიშვილის პირადობის მოწმობის გამოყენებით ხმის მიცემა. რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება.
• მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა როგორც უშუალოდ უბნებზე, ისე მის გარეთ, აგიტაციის, ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები.
• ასევე, არაერთ უბანზე დაფიქსირდა შუქის ჩაქრობის ფაქტები!
• ამასთან, სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა, ნაცვლად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო რეაგირებისა, აღნიშნულ დარღვევებზე ჩვენს წარმომადგენლებს ხშირ შემთხვევებში კომისიის წევრების მხრიდან შეეზღუდათ შენიშვნებისა და საჩივრების დაფიქსირების შესაძლებლობა.
და ბოლოს, არჩევნების დასრულებამდე დარჩა დაახლოებით 20 წუთი
რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა წარმომადგენლმა ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, ყვრლის 22-ე უბანზე იყო მცდელობა შემოხაზული  10 ბიულეტენის ყუთში ჩაგდების, სადაც შემოხაზული იყო 41 და ჩვენმა არმომადგენლებმა ეს ფაქტი აღმოხვრეს. როგორც ჩანს რაც უფრო ცოტა დროა დარჩენილი ქაოსის რისკები იმატებს.  ჩვენ ველით პირველ რიგში ცესკოს მონაცემებს და შემდეგ რა თქმა უნდა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციას, ჩვენ გამოვიყენებთ აბსოლიტირად ყველა სამართლებლვ გზას ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დასაცავად. გვინდა მივმარტოთ ასევე ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ჩვენს ისე არამხოლოდ ჩვენს ხმარდამჭერებს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე მივიყვანოთ დღევანდელი თავის ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ იმ ცვლილებებამდე, რაც ვიცით ჩვენ რომ გარდაუვალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები