ხატია დეკანოიძე: მთელს საქართველოში, მათ შორის, ქუთაისში, ყველაზე დიდ უბნებში ჩააქრეს ელექტროენერგია
“მთელს საქართველოში, მათ შორის, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წაგების აგონიის გამო რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილია, ჩააქრეს ელექტროენერგია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“თუ ელექტროენერგია არ აღდგება, დაახლოებით, 20 წუთში, ჩავალ გამანაწილებელ სადგურში და დაველაპარაკები პირებს, ვინც პასუხისმგებლები არიან უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებით შუქის ჩაქრობაზე. არ გიშველით არაფერი. მოდით, მეგობრებო, გაიფორმეთ გამარჯვება!“, – განაცხადა დეკანოიძემ.