მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება, არის რისკი, რომ პროვოკაცია გამოიწვიონ – შალვა პაპუაშვილი
“ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს რომ სხვადასხვა ლოკაციაზე “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება ხდება.
მისივე თქმით, არის შესაძლებლობა რომ მათ პროვოკაცია გამოიწვიონ.
ვაკვირდებით, რომ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ისინი ხედავენ, რომ არჩევნებს აგებენ. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკოტაძე და, როგორც ჩანს, არის რისკი, რომ იქ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. ასევე, დმანისში, სოფელ ირგანჩაიში, ბატონი ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად და აქაც არის რისკი, რომ იყოს პროვოკაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.