კალაძე: ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქის განვითარებას

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბბოდი, ახლაც გავიმეორებ – მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას.

დღეს ყველაზე მეტად რას სჭირდება ჩვენს ქვეყანას, არის სიმშვიდე და სტაბილურობა. დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რომ შემდეგი წლების განმავლობაში მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რათა კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით, ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ხმები ასე განაწილდა:  კახი კალაძე 47,6%; ნიკანორ მელია 27,1%; გიორგი გახარია 6,8%;

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები