უკრაინის რადას პრორუსული პარტიის წევრი: სააკაშვილის ადგილი ციხეშია

უკრაინის უმაღლესი რადას პრორუსული პარტიის “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” წევრი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

რენატ კუზმინი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ციხეში დამსახურებულად დაიკავა ადგილი.

“როგორც იქნა, სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავა: ქართულ ციხეში. მას კი ბრალდება ედება მძიმე, მათ შორის კორუფციულ დანაშაულებებში, რომელიც მან პრეზიდენტის რანგში ჩაიდინა”,- წერს კუზმინი სოციალურ ქსელში.

დეპუტატმა ასევე დაწერა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დანიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, და მოქალაქეობა დაუბრუნა.

“ზელენსკისთვის ყველაფერი იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი იძებნება. მიუხედავად ამისა, დამნაშავე დანიშნა სახელმწიფო თანამდებობაზე”,- დაწერა კუზმინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები