კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. საკუთარი არჩევანი მან 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან  ხმა ქალაქის განვითარებას მისცა.

„მე ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას და იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ  ქალაქში. ამის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია და ეს გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო““, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები