დღევანდელი არჩევნებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 9 უბანი გაიხსნა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე პენიტენციურ დაწესებულებებში 9 უბანი გაიხსნა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.