მამუკა მდინარაძე: სააკაშვილზე ჩვენი განცხადებები ეყრდნობოდა სამართალდამცველების ინფორმაციას

ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი განცხადებები ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცველები გვაწვდიდნენ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსტში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად ნიშნავს, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან.

მათ ეს გათვალეს ძალიან კარგად, სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ღონისძიება ასეთი წარმატებით შეიძლებოდა ვერ დასრულებულიყო. მათ ეს რისკი არ გაწიეს, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ადამიანური მომენტია, ჩვენც კი გვქონოდა გულისწყვეტა, მაგრამ რა დროს ამაზე გულისწყვეტაა, როდესაც მათ უსწორესად, ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი, არ გაწიეს არანაირი მინიმალური რისკი, არ გაწიეს არანაირი რისკი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ეს სცოდნოდათ.

ეს ისედაც არ ხდება, როდესაც სპეცოპერაციები იგეგმება. პოლიტიკური ლიდერები ამის საქმის კურსში არც უნდა იყვნენ და არც არიან ზოგადად. სპეცოპერაციის წარმატებით დასრულების მიზნით მათ ეს გათვლა გააკეთეს ძალიან კარგად და ეს იყო კლასიკა კარგად ჩატარებული სპეცოპერაციის. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებული, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შედეგად არის ციხეში, იქ სადაც უნდა იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები