მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, მაინც დასაცინი გახდება

“სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება, ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მხარდამჭერებში მუხტის აწევას ემსახურება.

“რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის, ბილეთი დადო, რაღაცებს იტყუება, წლებია – იტყუება. ჩამოვა  – ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა – მაინც დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ. მეტი ახსნა არ მაქვს ამ ხალხის მოქმედების არც მისი პარტიის ლიდერების და არც თავად ამ პარტიის თავმჯდომარის. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ რამენაირად მუხტი უნდა აწიონ თავის მხარდამჭერებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები