კელი დეგნანი: თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე – ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების იმ ფაქტებთან, რაზეც იყო ცნობები

“თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე. სწორედ ეს იქნება ნიშანი დემოკრატიული განვითარების მიმართ ქვეყნის ერთგულების”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ საარჩევნო გარემო მშვიდობიანი იქნება.

„ბოლო დღეებში ვიხილე საარჩევნო გამოკითხვები, რომელიც წინასწარ მეტყველებს, იმაზე, რომ ამ არჩევნებზე საკმაოდ დიდი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა, ძალიან მოხარული ვარ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, როცა ხალხს სურს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გამოხატოს თავისი პოზიცია. იმედი მაქვს, რომ იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავისი მოსაზრება. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების იმ ფაქტებთან, რაზეც იყო ცნობები. ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ – არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც ზოგადად ამ ფაქტების ადგილი არ არის. ასეთი ფაქტები და ასევე სიძულვილის ენა კიდევ უფრო ხელს უწყობს საზოგადოების ერთმანეთთან დაშორებას, რომელიც ისედაც უკვე პოლარიზებულია. ასევე, მიუღებელია თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა, მედიამ უნდა შეძლოს საკუთარი საქმიანობის მშვიდ გარემოში განხორციელება, მოქალაქეების ინფორმირება იმისთვის, რომ მოქალაქეებს არჩევნების დროს შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა. თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე. სწორედ ეს იქნება ნიშანი დემოკრატიული განვითარების მიმართ ქვეყნის ერთგულებისა. იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ასე იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები