საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საარჩევნოდ ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლების საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან მათი დასკვნები სოლიდურ ანალიზს ეფუძნება.
„საქართველო არის ეუთო-ს წევრი. ეუთო/ოდირ-ი არის ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს მთელს მსოფლიოში. მისი დასკვნები და შეფასებები ეფუძნება მწყობრ მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირ-ი გზავნის დამკვირვებლებს, რომლებიც პროფესიონალები არიან. მათი ანგარიშები ეფუძნება სოლიდურ ანალიზებს და ძალიან დაფასებულია მთელ მსოფლიოში. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ არ იქნება დაფასებული საქართველოშიც, როგორც ეს წარსულში იყო. მე არ ვიცი დეტალები სტრატეგიებზე, მაგრამ ვიცი სტრატეგიები, რომლებიც სამომავლოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ესაა ბევრი პრიორიტეტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული უნდა იყოს უმუშევრობაზე, მაღალ ინფლაციაზე, მაღალ ფასებზე. ესაა სტრატეგია, რომელსაც მოსახლეობა უნდა ხედავდეს მთავრობისა და პოლიტიკური ლიდერებისგან, თუ რა სამომავლო ხედვები არსებობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.