“არ მინდა სპეკულირება, რას იზამს ან რას არ იზამს სააკაშვილი. ამაზე გაკეთდა ბევრი კომენტარი, მათ შორის, სააკაშვილის მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.
„ჩვენ შეგვიძლია, შევთანხმდეთ, რომ ის, რაც საქართველოს სჭირდება, არის მშვიდი, მშვიდობიანი გარემო და არა – პოლიტიკური არასტაბილურობა ან ძალადობა. ეს არის ის, რაშიც ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს და იმედია, ეს არის ის, რასაც დავინახავთ ხვალ და არჩევნების შემდეგ დღეებში“, – განაცხადა დეგნანმა.