ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო თვეების განმავლობაში არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება; იციან, რომ მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ

“ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათ, პრაქტიკულად, არ უმუშავიათ.

„ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის. მათ იციან, რომ მარცხდებოდნენ და მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ არავითარი პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები