პრემიერი: გუშინ ვიხილეთ კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს, რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. სამწუხაროდ, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და მათი სახე

ირაკლი ღარიბაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. პრემიერმა ამ ცნობების გაჟღერებას “დეზინფორმაციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მავნებლობის კლასიკური მაგალითი” უწოდა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და მიღწევა არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. წინა მთავრობს დროს ეს წარმოუდგენელი იყო და, ალბათ, ვერავინ იოცნებებდა ამაზე. ჩვენ ამას მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს, რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. სამწუხაროდ, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და მათი სახე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. გუშინვე დადასტურდა, მათ შორის, ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება და არ მოხდება ეს“, – განაცხადა პრემიერმა.

გამოცემა „ევროობზერვერმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავს.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა უვიზო რეჟიმის სავარაუდო გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები