ზაზა გახელაძე: თვალს ვადევნებ, როგორ დაუმსახურებლად ლანძღავენ უპატიოსნეს ნამდვილ ვაჟკაცს ლადო ხინჩეგაშვილს – მინდა ამ ხალხს ვუთხრა თქვენ, რომ სახლებში იჯექით ეს კაცი გვეხმარებოდა არაერთი გატაცებული ქართველის გათავისუფლებაში
თვალს ვადევნებ, როგორ დაუმსახურებლად ლანძღავენ უპატიოსნეს ნამდვილ ვაჟკაცს ლადო ხინჩეგაშვილს – მინდა ამ ხალხს ვუთხრა თქვენ, რომ სახლებში იჯექით ეს კაცი გვეხმარებოდა არაერთი გატაცებული ქართველის გათავისუფლებაში, – ამის შესახებ ზაზა გახელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, პირადად ლადოს დახმარება, რომ არა შეიძლება ბევრი დღემდე დაკავებული ყოფილიყო.
ბოლო დღეებში თვალს ვადევნებ, როგორ დაუმსახურებლად ლანძღავენ უპატიოსნეს ნამდვილ ვაჟკაცს ლადო ხინჩეგაშვილს.
ვუყურებ და გული მტკივა, როგორ შეუძლია ამ ხალხს ასეთი დამსახურებების კაცი ასე გაიმეტონ, ისიც კი თქვეს ახლა გაახსენდა საოკუპაციო ხაზი არჩევნებში რომ დასჭირდაო. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ რომ სახლებში იჯექით ეს კაცი რეალურად გვეხმარებოდა არაერთი გატაცებული ქართველის გათავისუფლებაში მონაწილეობდა და ამას ყველასგან ჩუმად დიდი ხმაურის გარეშე აკეთებდა.
აქ მცხოვრებმა ხალხმა კარგად ვიცით ლადოსი და მთელი ჭიდაობის ოჯახის დამსახურება და ყოველთვის მადლობლები ვიქნებით. პირადად ლადოს დახმარება, რომ არა შეიძლება ბევრი დღემდე დაკავებული ყოფილიყო. ასე რომ სანამ კაცზე ცუდს იტყვით ჯერ კარგად გაიგეთ რა გაუკეთებია ხალხისა და ქვეყნისთვის.