სტივენ ნიქსი: მოვუწოდებთ ქართველ ამომრჩეველს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და, ამასთან, გვსურს, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მათი ხმები დაცული იქნება

“ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ამომრჩეველს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და, ამასთან, გვსურს, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მათი ხმები დაცული იქნება”, – ამის შესახებ საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის პროგრამის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა განაცხადა.

ნიქსი იმედოვნებს, რომ არჩევნები დემოკრატიული იქნება.

“IRI ქართული დემოკრატიის შენებაში უკვე 20 წელია, ჩართულია. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს მათ დემოკრატიულ მისწრაფებაში. ჩვენ 5 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავს ადგილზე, კოვიდის გათვალისწინებით, ეს არაა ტრადიციული სადამკვირვებლო მისია, თუმცა, საბოლოო ანგარიში იქნება და იგი არჩევნების შემდეგ მომზადდება. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ამომრჩეველს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და, ამასთან, გვსურს, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მათი ხმები დაცული იქნება. იმედი მაქვს, არჩევნები კარგად ადმინისტრირდება, რომ, პანდემიის მიუხედავად, მაღალი იქნება აქტივობაც და არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება წყნარი და დემოკრატიული”, – აცხადებს ნიქსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები