გიორგი ხელაშვილი: სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობის დაკარგვაზე საუბარი გაზვიადებულია

“პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობის დაკარგვაზე საუბარი მეტისმეტად გაზვიადებულია, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ხელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა, რადგან მან შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ხელაშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, კანონმდებლობა და დემოკრატიული სტანდარტები დაცული იქნება.

„წინასწარ პროგნოზები და წინასწარმეტყველებები ყოვლად უადგილოა. ყველაფერში საქართველოს კანონმდებლობა და დემოკრატიული სტანდარტები დაცული იქნება. სადამდე მიგვიყვანს პოლიტიკური პროცესი, ამას შევხედავთ. ქალბატონ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობის დაკარგვაზე საუბარი მეტისმეტად გაზვიადებულია, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები