ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა. საუბრისას შევეხეთ ორმხრივი მნიშვნელობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Had a wonderful meeting w/ @presidentaz discussing 🇬🇪-🇦🇿 relations & importance of regional transformation. Touched upon topics of bilateral importance, strategic partnership & explored new avenues for furthering our cooperation. pic.twitter.com/BKVmyp83n0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 29, 2021