ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბაქოში, „ზაგულბას” სასახლეში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა.

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები