შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს.

“გუშინ, ტელეკომპანია “იმედმა” გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “გორბის” მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პროგნოზები, რაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით იკვეთებოდა. ფაქტია, “ქართული ოცნება” საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში იმარჯვებს. ასევე, ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს კახა კალაძე. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. კერძოდ ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში შეძლო ხელშესახები წინსვლის მიღწევა”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები