მამუკა ხაზარაძე: მიშას უნდა ჰკითხოთ, ჩამოვა თუ არა, მე რატომ მეკითხებით?!
„ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვინ ჩამოდის და ვინ არა საქართველოში, მით უმეტეს, არჩევნების მერე. 2 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, ვაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა არის მოსაგები”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, მისი პარტია არჩევნებზე სერიოზული შედეგის დადებაზეა კონცენტრირებული.
„ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვინ ჩამოდის და ვინ არ ჩამოდის საქართველოში, მით უმეტეს, არჩევნების მერე. 2 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, ჩვენ აქ ვართ ახლა, ვაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა არის მოსაგები. ამიტომ, 2 ოქტომბრის მერე, ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი არ არის. ჩვენ ვართ კონცენტრირებული, რომ მთლიანად ოპოზიციასთან ერთად დავდოთ სერიოზული შედეგი, რომ ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ვინ ვის დახვდება, როგორ დახვდება, ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც არ გაბრაზდება, ახლა ამ ეტაპზე ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. მიშას უნდა ჰკითხოთ, ჩამოვა თუ არა, მე რატომ მეკითხებით?! ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ჩემთვის არის 2 ოქტომბრის დილა და მთელი დღე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ წაგვართვან ხმები, უნდა დავიცვათ ყველა უბანზე ჩვენი ამომრჩევლის ხმა, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას გაყალბების საშუალება და “ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს” თუ გვინდა უკეთესი ცხოვრება და უკეთესი მდგომარეობა დადგეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. სააკაშვილმა ნაყიდი ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.